ძველი თბილისი





вторник, 15 июня 2010 г.

ბევრი რამ დუდუკის შესახებ

ბევრი რამ დუდუკის შესახებ

1. პროექტის სახელწოდება: დუდუკი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და გამოიკვლევენ, ქართულიხალხური საკრავების, კერძოდ დუდუკის წარმოშობის ისტორიას. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება, ამოიღონ სურათები ინტერნეტიდან გადაიღონ ფოტოები და განათავსონ საიტზე.

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე

ბავშვებიიკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:

საიდან წარმოიშვა ეს ინსტრუმენტი? როგორ განვითარდა? როგორია მისი შედგენილობა და რომელი ხის მასალისგან მზადდება? ჩაწერენ ინტერვიუებს ცნობილ მედუდუკეებთან, გააკეთებენ რამდენიმე მუსიკალურ ჩანაწერს დუდუკზე შესრულებით, გაეცნობიან ქართულ ხალხურ მუსიკაში დუდუკის ტრადიციებს, ინტერნეტში შეკრებენ მასალებს დუდუკის შესახებ, ესტუმრებიან ხალხურ საკრავთა მუზეუმს, გიდებისგან ჩაიწერენ ინფორმაციებს, გადაიღებენ ფოტოებს, შექმნიან ელექტრონულ წიგნს თავის ფოტო მასალით და დადებენ ინტერნეტში.

4. მოსწავლეთა ასაკი: 10 – 12 წლის.

5. ვადების ხანგრძლივობა: 2 – 3 კვირის განმავლობაში მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შემუშავებული პროგრამის შესაბამისად.

6. პროექტის შესაძლო აქტოვობები კლასში: შესაბამისი ინფორმაციის და ლიტერეტურის მოძიება და განხილვა, ჩანაწერების გაკეთება, ჯგუფებში მუშაობა, ნამუშევრების პრეზენტაცია, ვებ გვერდის გაკეთება და ბლოგის შექმნა.

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიიღებენ ახალ ცოდნას მრავალ საგანში: ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერეტურაში, ისტორიაში. ჩამოუყალიბდებათ ესთეტური გემოვნება, მოუსმენენ ცნობილ მედუდუკეებს, შესაძლოა დაინტერესდნენ დუდუკის დამზადების ხელოვნებით ან დუდუკის ტკბილხმოვანებით და თვითონაც შეისწავლონ იგი. გაეცნობიან არაერთ გადმოცემას დუდუკის წარმოშობის შესახებ: (სოფელ რუისში ფერისცვალების დღესასწაულზე დიდი ღრეობა იმართებოდა და აზნაური თუ გლეხი მედუდუკეთა დასტის ჰანგის თანხლებით ატარებდა დროს) ვასილ ბარნოვის დამოკიდებულებას დუდუკის მიმართებაში (დუდუკს „ტკბილ–დუდუკს“ უწოდებდა მისი ტკკბილი და ნაზსევდიანი ხმის გამო), ივანე ჯავახიშვილის მიერ შეკრებილ მასალებს დუდუკის შექმნის ისტორიაზე. გაეცნობიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ იყო XVII საუკუნეში დუდუკი ყარაჩოღელებისა და თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (ფოტოების, ელექტრონული მასალისა და ბლოგების) გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ჩართული პროექქტში.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ლიტერატურასთან, ისტორიასთან.

11. პროექტის ფასილიტატორი: იზა ტაბატაძე 94 – ე საჯარო სკოლის პედაგოგი

12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: itabatadze94@gmail.com

13. პროექტის ფორუმი.

Комментариев нет:

Отправить комментарий